19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პარლამენტში არჩილ თალაკვაძეს ხვდება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ამ წუთებში, საქართველოს პარლამენტში იმყოფება, სადაც არჩილ თალაკვაძეს ხვდება. 

საქართელოს პარლამენტში გაფართოებული შეხვედრა მიმდინარეობს ქართულ და სომხურ დელეგაციებს შორის. 

ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, თბილისში იმყოფება სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერი, ასევე სომხეთის საგარეო საქმეთა, ეკომონიკის, განათლებისა და კულტურის მინისტრები. 

საქართველოს პარლამენტში მიმიდნარე შეხვედრაზე, საუბარი იქნება ორი ქვეყნის პარლამენტს შორის თანამშრომლობას.

პარლამენტში მისვლამდე ნიკოლ ფაშინიანმა გვირგვინით შეამკო საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთ მემორიალი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა დღეს კიდევ ერთხელ გამოუცხადა საქართელოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები