19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
"ამ კრიზისიდან გამოსავალზე ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას" - ზაალ უდუმაშვილი

ადამ კინზინგერის მიერ "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა. კონგრესმენი ინტერვიუში ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთნაირად მოუწოდებს, დათმობაზე წავიდნენ, რათა შეთანხმება შედგეს და პოლიტიკური კრიზისი დაძლიონ.

კონგრესმენის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა კონსტიტუციურად 2024 წელს არის გარანტირებული, ყველას უნდა ახსოვდეს საქართველოს მთავრობის მიერ დადებული პირობა საარჩევნო სისტემის 2020 წლიდან შეცვლასთან დაკავშირებით. ადამ კინზინგერის მოწოდებაა, რომ სასამართლო სისტემა მხოლოდ სამართლისთვის იყოს გამოყენებული.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ შექმნილი კრიზისიდან გამოსავალზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ის ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, ხელისუფლების ნაბიჯებმა განაპირობა. 

"შეახსენა კიდევ ერთხელ ხელისუფლებას, რომ დიახ, დაპირებული იყო პროპორციული არჩევნები საზოგადოებისთვის და ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ოპოზიციასთან შეთანხმებით, ქვეყანაში ჩატარდეს არჩევნები, რომელსაც ლეგიტიმაციას მისცემს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიცია და საერთაშორისო თანამეგობრობა. ვინ გამოიწვია ეს პოლიტიკური კრიზისი? ოპოზიციას ხომ არ გამოუწვევია? ხელისუფლებამ გამოიწვია თავისი ქმედებებით. ამ კრიზისიდან გამოსავალზე, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ხელისუფლებას, “ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პოლიტიკური მოძრაობის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი მამუკა ხაზარაძის განცხადებით,  ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად აუცილებელი პირობაა პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 

"ეს ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ამიტომ, მათი მხრიდან ძალისხმევა გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს კარგად, რომ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ჩვენთან არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში. სხვა შემთხვევაში, რა ფორმულაზეც არ უნდა მოხდეს შეთანხმება, თუკი პოლიტიკური დევნა გრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენ სამართლიან არჩევნებზე ვერ ვისაუბრებ,“ - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 

დღის ამბები