19 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
"ჩვენ ყველანაირ ნაბიჯზე, ყველანაირ დათმობაზე წავედით" - მამუკა მდინარაძე

ამერიკელი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის მიერ, "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუსთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა უმრავლესობაში. კონგრესმენმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთნაირად მოუწოდებს, დათმობაზე წავიდნენ, რათა შეთანხმება შედგეს და პოლიტიკური კრიზისი დაძლეული იქნას.

ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თავის მხრივ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისთვის მაქსიმუმი გააკეთეს და ოპოზიციონერ წევრებს უნიკალური ფორმულა შესთავაზეს.

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ახლა ჯერ ოპოზიციაზეა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებასთან დაკავშირებით.

“თუკი საქართველოში ახლა მიმდინარე პროგრესი უნდა შეივსოს ერთი მთავარი კომპონენტით, რასაც შეთანხმება ჰქვია, ამ შეთანხმებაში პასუხისმგებლობა თანაბრად გვეკისრება ყველას. ჩვენი პასუხისმგებლობა ბოლომდე გვაქვს გათავისებული. ჩვენ ყველანაირ ნაბიჯზე, ყველანაირ დათმობაზე წავედით, შესაბამისად, ბურთს რომ ახსენებდნენ ხოლმე ვის მოედანზეაო, ახლა ხო ყველა დარწმუნდა, რომ ბურთი არის მათ მოედანზე, ჯერი  მათზეა და მათი გადასაწყვეტია, დაეთანხმებიან თუ მოიგონებენ საბაბს,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

დღის ამბები