19 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
აბასთუმნის საკარანტინო ზონა და სასაზღვრო გამშვები პუნქტი - ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის საპრევენციო სამუშაოები ხორციელდება

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი უწევს მეთვალყურეობას.

უწყებაში ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არც ერთ იზოლირებულ პირს არ აღენიშნება, ექვსი მოქალაქე კი სახლში რჩება, მათ საზოგადოებისგან იზოლირების რეკომენდაცია მიიღეს.

კონტროლიდან მოიხსნა ერთი პირი, რომელსაც საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა საბაჟო გამშვებ პუნქტში მუშაობის გამო მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.  

დღის ამბები