07 მაისი 2024,   23:33
ვრცლად
გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს კავკასიური ნაგაზის ლეკვი აჩუქა

ლეკვი საჩუქრად - სომხეთის პრემიერ-მინისტრს მისმა ქართველმა კოლეგამ კავკასიური ნაგაზის ლეკვი - ბომბორა გადასცა. ნიკოლ ფაშინიანმა საჩუქრის შესახებ ინფორმაცია საკუთარ ფეისბუქ გვერდზეც გაავრცელა.

სომხეთის პრემიერისა და მისი დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში გუშინ დაიწყო. სომხეთის პრემიერ-მინისტრი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს, ის გუშინ საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც შეხვდა.

ფაშინიანის რიგით მეორე ოფიციალური ვიზიტის საქართველოში დღეს დასრულდება.  

დღის ამბები