19 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
"მოკლა და დაწვა მერე. ცეცხლი ჰქონდა ანთებული იქვე გვერდზე" - თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები  

მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით. ცნობილი ხდება დანაშაულის ახალი დეტალები. ირკვევა, რომ პოლიციამ 29 წლის ახალგაზრდა ადმინისტრაციული წესით მაშინ დააკავა, როცა ის დედის ცხედარს წვავდა. 

მეზობლების ინფორმაციით, ორივე მათგანი, გარდაცვლილი და დაკავებული შემთხვევის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, მომხდარს წინ დედა-შვილს შორის კონფლიქტი უძღოდა, რის შემდეგაც 29 წლის მამაკაცმა ქალს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. 

სამართალდამცველებმა, რომლებსაც ეგონათ, რომ ცეცხლი ნარჩენებს ეკიდა, მამაკაცს კოცონის ჩაქრობა მოსთხოვეს, ის არ დაემორჩილა, რის მერეც პირი ადმინისტრაციული წესით აიყვანეს. დაუმორჩილებლობის საქმეზე გამართულ პროცესზე კი ახალგაზრდა კაცი სასამართლო დარბაზშივე უკვე მკვლელობის საქმეზე დააკავეს. მას შემდეგ, რაც მის ეზოში ქალის ცხედარი იპოვეს.  

"მოკლა და დაწვა მერე. ცეცხლი ჰქონდა ანთებული, იქვე გვერდზე სახლია. ცეცხლი რომ დაინახა გოგომ, შევიდა, რა ხდებაო და ნახა, რომ ფეხები დამწვარი ჰქონდა ქალს. ორთავე მთვრალები იყვნენ, ჩხუბი მოუვიდათ," - ამბობს ერთ-ერთი მეზობელი ნათელა მამულაშვილი.

მეზობლების ინფორმაციით, ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო. 

"ქალი იყო ხოლმე ნასვამ მდგომარეობაში ხშირად და ეტყობა დალევას უშლიდა შვილი. ეს ქალბატონი ხშირად დადიოდა მშრალ ხიდზე, ხატავდა, ხატვის ნიჭი ჰქონდა. სოციალური დახმარება ჰქონდათ, როგორც გაჭირვებულ ოჯახს. ამ მხატვრობაში 2-3 ლარს თუ იღებდა," - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი ავთანდილ მაისურაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები