27 აპრილი 2024,   04:32
ვრცლად
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ოკუპირებული ტერიტორიის მიღმა დარჩენილ პირებს დააბრუნებს და კარანტინში მოათავსებს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ КГБ-ს ინფორმაციით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამშვებ პუნქტ "რაზდახანის" გავლით ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეები შეუშვან, რომლებიც ე.წ. საზღვრის დაკეტვის შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ. ე.წ უწყების ინფორმაციით, ასეთ პირებს 14-დღიან საკარანტინო ზონაში მოათავსებენ. კარანტინში გადაიყვანენ იმ პირებსაც, რომლებიც ე.წ საზღვრის დარღვევის გამო არიან დაკავებულები. გამკაცრებულ წესებს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კორონავირუსის საფრთხისგან თავის დაცვის მიზეზით ხსნიან.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ბოლოს დროისთვის მოქმედი ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტი "სინაგური", რომელიც სოფელ პერევთან მდებარეობს, 27 თებერვალს ჩაკეტა. სინაგურის ე.წ გამშვებ პუნქტზე გადაადგილება სპეციალური საშვებითაც აიკრძალა, მათ შორის სამკურნალო დანიშნულებითაც. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების თქმით, პირებს, რომლებსაც მკურნალობა დასჭირდებათ, ცხინვალში გადაიყვანენ.

დღის ამბები