05 მაისი 2024,   20:58
ვრცლად
ფიქრის გორაზე სასურსათო მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს

თბილისში, ფიქრის გორაზე სასურსათო მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯის" ერთ-ერთი ფილიალი გაქურდეს. ამ წუთებში მარკეტში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაცხადებით, მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დღის ამბები