18 მაისი 2024,   17:06
ვრცლად
საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ - ჯანდაცვის სამინისტრო

საკარანტინო სივრცეში და თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს სამსახურში გაცდენილი საათები აუნაზღაურდებათ. ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამისი ცნობების გაცემას იწყებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მოქალაქეებმა სამინისტროს ელექტრონული ფოსტის საშუალებით უნდა მიმართონ, რის შემდეგაც უწყება სამართლებრივი ძალის მქონე დოკუმენტს გასცემს.

"ელექტრონულად, განცხადების გამოგზავნის შემდეგ, შეძლებენ, რომ სამინისტროსგან მიიღონ ეს ცნობა, რომელიც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან გადამოწმდება. ჩვენი მონიტორინგის სამსახური, მოგეხსენებათ, ჩართულია როგორც თვითიზოლაციაში მყოფი პირების, ასევე საკარანტინო სივრცეებში მყოფი პირების დაკვირვების პროცესში და ანუ ამ ინფორმაციის გადამოწმების საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ გავცეთ ეს ცნობა, რომელსაც ექნება საავადმყოფო ფურცლის ტოლფასი სამართლებრივი ძალა,“ - განაცხადა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, ეკატერინე ადამიამ. 

განცხადება ამ თემაზე დღეს პროფკავშირების თავმჯდომარემაც გააკეთა. 

დღის ამბები