19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
რასაც ვლაპარაკობთ, დაწერილ ფორმულაშიც იგივე იქნება, მანიპულაციების საშუალება პრაქტიკულად გამორიცხულია - მდინარაძე საარჩევნო შეთავაზებაზე

"კურიერის" ინფორმაციით, მმართველი გუნდი ახალი საარჩევნო სისტემის დოკუმენტზე უკვე მუშაობს. შეთავაზება, რომელიც უმრავლესობისგან ოპოზიციამ მიიღო, ორშაბათს უკვე მზად იქნება. დოკუმენტში აისახება ყველა ის კომპონენტი, რომელზეც ხელისუფლება საუბრობდა, მათ შორის ბარიერი და ე.წ. 40%-იანი ჩამკეტი. ცვლილებების მოსწრებისთვის თანხმობის ბოლო ვადად, ორშაბათი დასახელდა.

უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციას უკვე პუნქტების მიხედვით ექნება ასახსნელი, რატომ და რა მიზეზით ამბობენ დოკუმენტზე უარს:

"ინიცირებაზე ვიფიქრებთ, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ეს ყველაფერი ფურცელზე დაწერილი იქნება, ჩვენ უფრო მყარები ვიქნებით და წავაკითხებთ, აი, ამაზე რატომ ამბობ უარს? აი იმ კონკრეტულ პუნქტებზე რა მიზეზით შეიძლება თქვა უარი და ამის შესახებ მათ ასახსნელი ექნებათ არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ჩვენ მეგობრებთან და პარტნიორებთან. რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ ახლა ზეპირად, დაწერილ ფორმულაშიც იგივე იქნება, შავით თეთრზე ეწერება გარანტიები, რომ 40% და ნაკლები მხარდაჭერის შემთხვევაში ვერ მოვიპოვებთ 76 მანდატს, ვერ გავცდებით 5%-იანი ბარიერის შემთხვევაში პროპორციულის შედეგს და თუ ავიღებთ, მაგალითად 2016 წლის მონაცემებს, გვექნება ზუსტად იგივე რაოდენობა მანდატების პროპორციული არჩევნების ჩატარების პირობებში და ამ მეთოდით და ამ ფორმულით ჩატარების პირობებშიც.

იქნება გარანტია იმისა, რომ მანიპულაციების საშუალება იქ იქნება პრაქტიკულად გამორიცხული, თუ ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი იქნება, რა უნდა თქვან?" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები