19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
ოპოზიციაშიც არის განხეთქილება...დარწმუნებული ვარ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხერხდება - კახა კალაძე

"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლების მიერ შეთავაზებული სისტემით, პატარა პარტიებს საშუალება ეძლევათ მოხვდნენ პარლამენტში.

კახა კალაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციაში განხეთქილება და აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ის იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეთანხმება მაინც შედგება:

"ოპოზიციაშიც არის განხეთქილება, მე კიდევ ერთხელ მინდა ავხსნა იმ პატარა პოლიტიკური პარტიებისთვის, მათთვის დღეს იქმნება რეალური შესაძლებლობა, თუ იქნება 1%-იანი ბარიერი, არ აქვს მნიშვნელობა 100/50-ზე თუ 110/40-ზე, საზოგადოების მხარდაჭერის შემთხვევაში მათ რეალურად უჩნდებათ შესაძლებლობა მოხვდნენ პარლამენტში. მოვისმინეთ ასევე საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებები მზაობასთან დაკავშირებით, რომ ისინი ამ სისტემას მხარს დაუჭერენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული შეთანხმება აუცილებლად მოხერხდება," - განაცხადა კახა კალაძემ

დღის ამბები