19 მაისი 2024,   12:34
ვრცლად
"ჩვენ სიყვარულის ქვეყანა ვართ და იმ ტრადიციის ქვეყანა ვართ, რითიც დღემდე მოვედით" - ვოლსკი ზურაბიშვილის გამოსვლას აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის გამოსვლას აფასებს. გია ვოლსკი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენება საინტერესო იყო და მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. 

"პრეზიდენტის გამოსვლა იყო საინტერესო. ყოველ ჩემ კომენტარზე ვცდილობ ხაზი გავუსვა იმ თემას, რაზეც მან საკმაოდ ვრცლად ისაუბრა. საქართველოში შექმნილი ვითარება ვერ განიხილება ცალკე იმ გლობალური პროცესებიდან, რაც ჩვენს გარშემო მიმდინარეობს და ძალიან დაძაბული და საკმაოდ უარყოფითი ტენდენციები ახასიათებს მსოფლიო პოლიტიკას. დაპირისპირებების ის ხარისხი, რაც ჩვენ გარშემო, იგივე რეგიონში, თუმდაც მსოფლიო მასშტაბით მიმდინარეობს, რასაკვირველია, ცუდ გავლენას ახდენს ზოგადად,“- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს შორის დაპირისპირებები საზოგადოებაზე არ უნდა აისახებოდეს. 

"ძალიან საჭიროა, რომ საზოგადოებას ჰქონდეს ზუსტი იმპულსი, რომ ჩვენი დაპირისპირების ხარისხის მიუხედავად, არ უნდა ხდებოდეს ის, რომ საზოგადოების გარკვეული ჯგუფები ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. ჩვენ სიყვარულის ქვეყანა ვართ და იმ ტრადიციის ქვეყანა ვართ, რითიც დღემდე მოვედით,“ - აღნიშნა ვოლსკიმ. 

 

დღის ამბები