19 მაისი 2024,   13:49
ვრცლად
ეს შემოთავაზებული ნაბიჯი, ე.წ. ჩამკეტით და 110/40-ით, არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაჰპირდა საზოგადოებას - ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, ის და თავისი თანაპარტიელები არ აპირებენ, მხარი დაუჭირონ საარჩევნო სისტემას, რომელიც პროპორციულისა და მაჟორიტარულის 110/40 შეფარდებას და 40%-იანი ე.წ ჩამკეტის არსებობას გულისხმობს. ბოკერიას თქმით, ეს არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაპირდა საზოგადოებას. ამასთან, ბოკერია აცხადებს, რომ არჩევანში ყველა ოპოზიციური პარტია თავისუფალია:

"სრული უფლება აქვთ პოლიტიკურ ძალებს, მითუმეტეს მათ ვინც "ლეიბორისტული პარტიის" მაგიდასთან არ არის,  რაც ასევე მათი თავისუფალი არჩევანის საკითხია, რომ ამა თუ იმ წინადადებას მხარი დაუჭირონ. ეს შემოთავაზებული ნაბიჯი, ე.წ ჩამკეტით და 110/40-ით, არ არის ის, რასაც ივანიშვილი დაჰპირდა საზოგადოებას, დაღვრილი სისხლის და გავრილოვის ღამის შემდეგ, აქედან გამომდინარე ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთ. ანუ არც ნორმალიზაციად არ ჩაითვლება ეს პოლიტიკური პატიმრების და რეპრესიების შეწყვეტის გარეშე და ხმასაც არ მივცემთ მაგას. თუ ვინმე თვლის რომ ღირს ხმის მიცემა, ეს მათი არჩევანია,"- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

მხარდაჭერას არ აპირებს არც "ნაციონალური მოძრაობა". თინა ბოკუჩავას თქმით, თუ ხელისუფლებას ნამდვილად სურს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა, რეალური ცვლილება უნდა განახორციელოს.

დღის ამბები