18 მაისი 2024,   15:39
ვრცლად
რესპუბლიკურ საავადმყოფოს კარანტინში ამ ეტაპზე 29 პაციენტია მოთავსებული

კორონავირუსი საფრთხე და ბოლო მონაცემები ქვეყანაში - რესპუბლიკურ საავადმყოფოში კარანტინში ამ დროისთვის 29 პაციენტია მოთავსებული.

ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორის ინფორმაციით, კლინიკამ გუშინ საღამოს შემდეგ, დამატებით 10 პაციენტი მიიღო, რომლებიც ინფექციური საავადმყოფოდან გადაიყვანეს. ამ დროისთვის, კლინიკის კარანტინში 29 პაციენტი რჩება. 

ლევან გოფოძის ინფორმაციით, მათგან ოთხს ტემპერატურის მცირედი მატება აღენიშნება, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელია.

"რაიმე სერიოზულ გართულებას ადგილი არ ჰქონია. გუშინ, მოგეხსენებათ, ოთხმა დატოვა კლინიკა, დღეს კიდევ ერთი მოქალაქე დატოვებს. ამ პაციენტებიდან, მხოლოდ ოთხს აღენიშნა ტემპერატურა, ოღონდ მაღალი არა. ეს ტემპერატურა არის 37 და 37.2-ის ფარგლებში, მეტი არა. რაიმე სპეციალიზირებულ მკურნალობას არ საჭიროებს არცერთი," - განაცხადა ლევან გოფოძემ.

კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზის გადაწყვეტილებით, ყოველდღიურად დეზინფექცია ჩაუტარდება როგორც სადგურებს, ასევე ვაგონებს. 

დღის ამბები