18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა - ამირან გამყრელიძე

ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი არ შეცვლილა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე კარანტინში რჩება 140 ადამიანი.

"საქართველოში ეპიდსიტუაცია ​გუშინდელთან შედარებით დიდად არ შეიცვალა. 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, 239 შესაძლო შემთხვევიდან 3 რჩება ისევ დადასტურებული დადებითი შემთხვევა. ბოლო 3 დღის განმავლობაში, დადასტურებული დადებითი შემთხვევების რიცხვის მატება არ გვაქვს.

დღეს დილიდან ლუგარის ცენტრში სულ არის გამოგზავნილი 21 ნიმუში - აქედან 16 ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან და (აქედან 2 გახლავთ განმეორებითი ინფიცირებულებზე) და 5 იმერეთიდან. 5-ის ტესტირება დამთავრებულია, ყველა უარყოფითია, 16-ის ტესტირება მიმდინარეობს. დღის მეორე ნახევარში კიდევ 8 ნიმუშია აღებული და ახლა იგზავნება ლუგარში შემდგომი კვლევისთვის.

კარანტინში დღეს იმყოფება სულ 140 ადამიანი: აბასთუმანში 26, 34 "ვივამედში," 26 საჩხერეში, 23 ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში,15 ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში და 16 გორის ჰოსპიტალში," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები