18 მაისი 2024,   16:29
ვრცლად
კორონავირუსით 53 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ მსოფლიოში 3 ათას 285-ს მიაღწია. ინფიცირებულია 95 ათასზე მეტი ადამიანი. ბოლო მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 53 ათასს გასცდა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა უნგრეთსა და სლოვენიაში. გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა ერაყში.

ბოლო ერთ დღეში ჩინეთში "კოვიდ 19"-ით 31 ადამიანი დაიღუპა და 160 მოქალაქე დაინფიცირდა. 145-ით გაიზარდა დაავადებულთა რაოდენობა სამხრეთ კორეაში, სადაც 35 პაციენტი დაიღუპა. კორონავირუსის შემთხვევები იზრდება იტალიაში. ქვეყანაში 107 ფატალური შემთხვევა ფიქსირდება. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვირუსის პრევენციის მიზნით ყველა სკოლა 10 დღით დაიკეტა.

ამ დროის მონაცემებით, ირანში ვირუსის 3 ათასამდე შემთხვევა და გარდაცვალების 92 ფაქტი ფიქსირდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი, ვირუსმა უკვე 15 შტატში შეაღწია. დაღუპულია 11 ადამიანი. შტატების წარმომადგენელთა პალატამ კორონავირუსთან საბრძოლველად 8 მილიარდზე მეტის გამოყოფას დაუჭირა მხარი.

დღის ამბები