19 მაისი 2024,   14:44
ვრცლად
საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა - Freedom House-ის 2020 წლის მონაცემები

საქართველოს თავისუფლების ინდექსი გასულ წელთან შედარებით 2 ქულით გაუარესდა - 2020 წლის მონაცემები Freedom House-მა გამოაქვეყნა. საქართველო "ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების" კატეგორიაშია და 100-დან 61 ქულა აქვს მინიჭებული.

კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური უფლებების ნაწილში 40-დან 24 ქულა, სამოქალაქო უფლებების კუთხით კი 60-დან 37ქულა აქვს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წლევანდელი რეიტინგის მიხედვით, 1 ქულითაა შემცირებული ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების ინდექსი. მაჩვენებელი 40 ქულას შეადგენს. უცვლელია ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავისუფლების ინდექსი. ოკუპირებულ ტერიტორიას 100-დან 10 ქულა აქვს და ერთ-ერთ "ყველაზე არათავისუფალ" ადგილად არის შეფასებული.

საქართველოსთან დაკავშირებით სრულ ანგარიშს Freedom House მოგვიანებით გამოაქვეყნებს.

დღის ამბები