18 მაისი 2024,   14:21
ვრცლად
ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში - დაპირისპირების მიზეზი თურქეთის პრეზიდენტის კრიტიკა გახდა

ხელჩართული ჩხუბი თურქეთის პარლამენტში - კანონმდებლების დაპირისპირების მიზეზი ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ თურქეთის პრეზიდენტის კრიტიკა გახდა.

"რესპუბლიკური სახალხო პარტიის" წევრმა, ენგინ ოზ ქოჩმა ერდოღანი სირიაში დაღუპული თურქი სამხედროების უპატივცემულობასა და იდლიბში ავიაციის გარეშე სამხედროების გაგზავნის გამო უპასუხისმგებლობაში დაადანაშაულა.

საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ ჩხუბში ათობით დეპუტატი მონაწილეობდა. თურქული მედიის ცნობით, პრეზიდენტის სავარაუდო შეურაცხყოფის ფაქტზე ანკარის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

 

დღის ამბები