19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა - ოპოზიცია უგულავას წერილზე

"ევროპული საქართველოს" პატიმრობაში მყოფი ლიდერის გიგი უგულავას გზავნილს ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრების განცხადებით, ამ წერილებმა განუმტკიცა ოპოზიციას მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით.

მათივე განცხადებით,  ხელისუფლებამ უნდა იფიქროს, თუ როგორ განმუხტოს კრიზისი, რომელიც საარჩევნო სისტემის ირგვლივ შეიქმნა.

"მათ მიაჩნიათ, რომ ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მშვიდობიანი გარემოს შექმნა, მასიმალურად პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის ირგვლივ მოლაპარაკება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სახელმწიფოებრივი და პასუხისმგებლიანი მიდგომა. დღეს ჩვენ ქვეყანას სჭირდება მშვიდი გარემო. ჩვენ გვჭირდება, რომ ჩვენი უახლოესი მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების მონაწილეობით შეთანხმება მიღწეულ იქნას," - განაცხადა პოლიტიკური მოძრაობის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

პოლიტპატიმრების გათავისუფლება გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი ამ მოლაპარაკებებში. ეს საკითხი დარჩება დღისწესრიგში და რა თქმა უნდა, ამ საკითხის განხილვა გაგრძელდება პოლიტკურ პროცესში. თუმცა ამ განცხადებით ჩვენ კიდევ უფრო დავუახლოვდით პროპორციულ არჩევნებს და ახლა ხელისუფლება აბსოლუტურად ნატლად დადგა იმ რეალობის წინაშე, რომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და წამოვიდეს ოპოზიციასთან კომპრომისზე და განმუხტოს ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც მან თავად შექმნა, - აღნიშნა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" მთავარი საბჭოს წევრმა ანზორ ბიწაძემ.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ თანამოაზრეებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართა. გიგი უგულავა წერილში ოპოზიციის ერთობის შენარჩუნებაზე ამახვილებს ყურადღებას. 

გიგი უგულავას მსგავსად საპატიმროდან წერილი გაავრცელა მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გიორგი რურუამაც. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციის წევრები რურუსაც პოლიტპატიმრად მოიხსენიებენ.

დღის ამბები