ხმაური ბათუმის ავტოსადგურში - არასმთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" აქტივისტებს ავტოსადგურის ტერიტორიაზე არსებულ ობელისკზე ასვლა და საბჭოთა სიმბოლიკის ჩამოხსნა სურდათ.
ნამგალისა და უროს ნაცვლად ახალგაზრდებს საქართველოს ეროვნული დროშის აღმართვა უნდოდათ, ამისთვის მათ კიბეც მიიტანეს, თუმცა სამართალდამცავებმა ობელისკზე ასვლის საშუალება არ მისცეს.
აქტივისტებს წინააღმდეგობა ავტოსადგურის ხელმძღვანელობამაც გაუწია.