05 მაისი 2024,   16:09
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა ე.წ. არჩევნების გადადების ინიციატივით გამოდის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი ლეონიდ ძიაფშბა ე.წ. არჩევნების ერთი თვით გადადების ინიციატივით გამოდის. ძიაფშბამ ამ მოთხოვნით დე ფაქტო ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატის მოთხოვნის მიზეზი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერის, ასლან ბჟანიას ავადმყოფობა გახდა.

ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი, რამდენიმე დღის წინ მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში მოათავსეს. დე ფაქტო ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ასლან ბჟანიას პნევმონია აქვს. ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს უნდა გაიმართოს.   

დღის ამბები