18 მაისი 2024,   10:24
ვრცლად
ონკოცენტრის მედპერსონალის ინფორმაციით, 8 თვეა, ხელფასი არ აუღიათ - ექიმებმა გიორგი ვაშაძესთან ერთად აქცია გამართეს

ონკოლოგიური ცენტრის სამედიცინო პერსონალმა კლინიკასთან აქცია გამართა.

ადგილზე იმყოფებოდა "ახალი საქართველოს" ლიდერიც, გიორგი ვაშაძე ჯანდაცვის მინისტრისგან დროულ რეაგირებას მოითხოვს.

"ჩვენ გვსურს, მოვითხოვოთ ჯანდაცვის სამინისტროსგან და ქალბატონი ტიკარაძისგან, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ რას აპირებენ სახელფასო დავალიანებებზე," - აღნიშნა "ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ. 

ექიმები აცხადებენ, რომ 8 თვეა, კუთვნილი ხელფასი არ მიუღიათ.

"დღეს უკვე საჯარო განცხადებას ვაკეთებთ და მოვითხოვთ მინისტრი უახლოეს პერიოდში შეგვხვდეს, ვინაიდან დაგროვებულია გადაუდებელი მწვავე პრობლემები. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბრაქითერაპიის განყოფილების საკითხი, რომელიც დახურვის პირასაა. ამ განყოფილების ფუნქციონირებას გარკვეული თანხა სჭირდება, რომელიც ჩვენი ფინანსური მენეჯერის თქმით, კლინიკას არ გააჩნია," - განაცხადა ექიმმა-რადიოთერაპევტმა ლალი თოლომაშვილმა. 

დღის ამბები