18 მაისი 2024,   08:47
ვრცლად
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი, კობა კოშაძე 5-ათას ლარიანი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროცესი საქალაქო სასამართლოში გაიმართა, სადაც კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა და დარბაზიდან გაათავისუფლეს. საქმესთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესები მომავალშიც გაგრძელდება. 

"ნამდვილად არ ველოდი ამ გადაწყვეტილებას. გახარებული ვარ, პირველ რიგში, ჩემი ოჯახია გახარებული. ბოლოს მაინც დადგინდება ეს ჩემი უდანაშაულობა,“ - განაცხადა კობა კოშაძემ.

საქალაქო სასამართლოსთან იმყოფებოდა პოლიტიკური მოძრაობა ”გამარჯვებული საქართველოს” წევრი, გურამ ჩალაგაშვილი, რომელიც იმედს გამოთქვამს, რომ ის ადამიანებიც მალე გათავისუფლდებიან, რომლებიც ამ დრომდე საპატიმროში იმყოფებიან.

"საპროცესო არ გაფორმდა, საპროცესო გაფორმება ნიშნავს იმას, რომ უნდა აღიარო დანაშაული. კობას იარაღი არ ქონია და ეს ყველამ  კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გაჭრა ჩვენი დასავლელი პარტნიორების ზეწოლამ. მინდა ვიყო დარწმუნებული, რომ ხელისუფლება ნელ-ნელა მოდის უკვე გონს და იმედია, კობა არის პირველი მერცხალი და ის 4 ადამიანი, ვინც დღეს კიდევ რჩება პატიმრობაში, ისიც ძალიან მალე იქნებიან თავისუფლებაზე,“ - განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.

დღის ამბები