18 მაისი 2024,   13:08
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში შეხვედრას მართავენ

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ ტაიპ ერდოღანი მოსკოვში შეხვედრას მართავენ. თურქეთის პრეზიდენტი რუსეთში სირიის იდლიბის პროვინციაში მიმდინარე მოვლენების განსახილველად რამდენიმე საათის წინ ჩავიდა.

პრეზიდენტების შეხვედრას წინ რუსეთის მიერ სირიაში სირიაში დამატებითი სამხედრო ძალების გაგზავნა უძღოდა. მოსკოვმა თავდასხმა განახორციელა იდლიბის დეესკალაციის ზონაზეც, რასაც მსხვერპლი მოყვა. "თეთრ ჩაფხუტიანების" ინფორმაციით, თავდასხმას 16 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 18 კი დაშავდა.

შეხვედრაზე პუტინმა წუხილი გამოთქვა თურქი ჯარისკაცების დაღუპვის გამო და გაიმეორა რუსეთის თავდაცვის უწყების ვერსია, რომ იმ ტერიტორიაზე, რომელზეც საჰაერო იერიში განხორციელდა, თურქი ჯარისკაცების ყოფნის შესახებ რუსეთის მხარეს ინფორმაცია არ ჰქონდა.

თავის მხრივ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ მისი და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრა მეტ-ნაკლებად შეამსუბუქებს იმ დაძაბულ სიტუაციას, რომელიც სირიის ჩრდილოეთ ნაწილშია.

აღნიშნული განცხადებები თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა მედიის პირისპირ შეხვედრის დროს გააკეთეს.

შეგახსენებთ, რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულობის მორიგი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო რაც სირიის ჩრდილოეთ ნაწილში რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა სირიის სამთავრობო ძალებმა თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციურ ძალებზე შეტევა დაიწყეს. თურქეთს იდლიბის პროვინციაში სამხედროები ჰყავს შეყვანილი. თებერვლის ბოლოს რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა საჰაერო თავდასხმამ იდლიობში რამდენიმე ათეული თურქი სამხედრო იმსხვერპლა, რუსეთის თავდაცვის უწყებამ თავი იმით იმართლა, რომ ტერიტორიაზე სადაც შეტევა განხორციელდა თურქი ჯარისკაცები არ უნდა ყოფილიყვნენ.

დღის ამბები