18 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 29 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს 29 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ განსაკუთრებით სან-პაულუ და რიო დე ჟანეირო დააზარალა.

დაიტბორა ათობით დასახლება. ათასობით ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება. სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება. მაშველები ამ დრომდე ეძებენ 25 დაკარგულს.

დღის ამბები