20 აპრილი 2024,   06:38
ვრცლად
სოფელ გომბორში ტყეში ხანძარი გაჩნდა

გომბორის უღელტეხილზე, სოფელ გომბორში ტყეში ხანძარი გაჩნდა.

ადგილზე ცეცხლის ღია კერები და დაკვამლიანებაა. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის ჯგუფი.

ამ დროისთვის, ხანძრის ლოკალიზებისთვის სამუშაოები მიმდინარეობს.

დღის ამბები