28 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს

სომხეთის საზღვართან აზერბაიჯანელი ჯარისკაცი მოკლეს. ინფორმაციას აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, მესაზღვრე ჯარისკაცი სომეხმა სნაიპერმა სასიკვდილოდ დაჭრა.

ცეცხლის გახსნასა და პროვოკაციაში აზერბაიჯანს საპასუხო ბრალდებებს უყენებს ერევანი. სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რამდენიმე დღეა მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებენ, რაც პასუხგაუცემელი არ დარჩება.

დღის ამბები