19 მაისი 2024,   11:44
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან რუსეთის უღირსი საქციელის ერთობლივი დაგმობა მნიშვნელოვანია - ირაკლი სესიაშვილი

რუსეთის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევის დაგმობას გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. 

"რუსეთმა ვერ მიაღწია თავის მიზანს, ვერ სახელმწიფო ინსტიტუტები დაასუსტა და ვერც პანიკა გამოიწვია საზოგადოებაში, მაგრამ მიიღო საპასუხოდ, ძალიან სწორი საერთაშორისო რეაქცია. მათ შორის, ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა გაეროს უშიშროების საბჭოზეც. ეს ძალიან კარგია, რადგან საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდირება და მათი მხრიდან ერთობლივი დაგმობა რუსეთის უღირსი საქციელის, რომელსაც პრევენციული ხასიათიც ექნება - არის ძალიან მნიშვნელოვანი. 

რუსეთისა და კრემლისგან რომ რაიმე პოზიტივს არ ველოდებით ეს ცხადია და ამავდროულად ძალიან სამწუხარო ფაქტია," - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა. 

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული კიბერშეტევა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე დაგმეს შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ესტონეთმა. საკითხი საბჭოს სხდომაზე ცალკე თემად განიხილეს. დიპლომატების განცხადებით, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მიერ ორგანიზებული კიბერთავდასხმის მიზანს საქართველოს დისკრედიტაცია და დაბნეულობის შექმნა წარმოადგენდა. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე კიბერსივრცეში სტაბილურობის განხილვა ისტორიულ შემთხვევად შეფასდა.

დღის ამბები