19 მაისი 2024,   11:57
ვრცლად
ყველა მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ძალიან ვაფასებთ - არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებაზე

არჩილ თალაკვაძის თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმების მისაღწევად ნაბიჯი გადადგმა ორივე მხრიდან ხდება რაც დასაფასებელია. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები და იწყება მუშაობა კანონმდებლობის დახვეწაზე მანდატების რაოდენობა მეორეხარისხოვანია:

"ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საუბრობს 5-ით მეტ, თუ 5-ით ნაკლებ მანდატზე, ჩვენ მიგვაჩნია, მაშინ როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ როდესაც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით კანონმდებლობაზე მუშაობის და მისი დახვეწის,მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი, შესაბამისად 5-ით მეტი იქნება თუ ნაკლები, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ ნაწილში, ჩვენთვის ეს არ არის ახლა მთავარი და პრინციპული. ყველა მხრიდან არის გადადგმული ნაბიჯები, რასაც ძალიან ვაფასებთ ჩვენ და ჩვენი პარტნიორები, ამოსავალი პრინციპი არის, რომ 2020 წლის და შემდეგ პარლამენტებში მოხდეს მაქსიმალურად პლურალისტული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.რაც შეიძლება მეტი რეალური მხარდაჭერის მქონე პარტია იყოს პარლამენტში. თუ ამას უზრუნველყოფს 1%-იანი ბარიერი, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს განვიხილოთ," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები