19 მაისი 2024,   08:35
ვრცლად
ანაკლიის პროექტის მნიშვნელობა საკონსტიტუციო დონეზეა და რამე სხვა კითხვა პოლიტიკური სპეკულაციაა - ირაკლი სესიაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის თქმით, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან  ანაკლიის პროექტთან დამატებითი კითხვები არ აქვს და შეკითხვები თელავის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ექნება. 

"ანაკლიის პროექტის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილია, ის აყვანილია საკონსტიტუციო დონეზე და, შესაბამისად, აქ რაიმე სხვა კითხვა და არასწორი შეფასებები, ჩემი აზრით, არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი. თქვენ იცით, რომ მე ვარ თელავის და ყვარლის მაჟორიტარი, შესაბამისად ჩემთვის ძირითადი კითხვების მექნება სწორედ ამ რაიონის ინფრასტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით. ზოგადად ვიტყვი, რომ მსოფლიოშიც, საქართველოსიც და განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში წყლის პრობლემა ძალიან სერიოზულია,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს დღეს პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში ელოდებიან. მინისტრი უწყების მიერ ბოლო პერიოდის განმავლობაში გაწეული სამუშაოსა და გეგმების შესახებ ისაუბრებს.

დღის ამბები