18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
ავღანეთის პრემიერის სიტყვით გამოსვლისას უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს - "თალიბანი" მომხდართან კავშირს უარყოფს

ავღანეთის დედაქალაქში ერთ-ერთ ცერემონიაზე, სადაც სიტყვით ქვეყნის პრემიერი გამოდიოდა, უცნობმა პირებმა ცეცხლის გახსნეს. დაიღუპა 2 და დაშავდა 18 ადამიანი.

შემთხვევის შედეგად ავღანეთის პრემიერი აბდულა აბდულა არ დაშავებულა. გავრცელებული ცნობით მან ინციდენტის ადგილი დატოვა და უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

"თალიბანმა" მომხდართან კავშირი უარყო. თავდასხმა შეერთებულ შტატებსა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმებიდან 1 კვირის თავზე მოხდა.

დღის ამბები