19 მაისი 2024,   10:55
ვრცლად
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი კორუფციულ სქემასთან დაკავშირებით აუდიტის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს

ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრი გიორგი გიუაშვილი ბორჯომში არსებულ კორუფციულ სქემაზე საუბრობს და აუდიტის სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებს.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ ბორჯომის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის დაკავება არ არის საკმარისი და საჭიროა დროულად ჩაერთოს აუდიტის სამსახური და მოხდინოს რეაგრიება გაფლანგულ ბიუჯეტზე.

"ჩვენი ინფორმაციით, არის უამრავი დარღვევა მერიის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით, არამიზნობრივად არის დახარჯული თანხები, საუბარია ასობით ათასობით ლარზე, აქიდან გამომდინარე არის სრულიად სწორი, დროული და ლეგიტიმური მოთხოვნა აუდიტის შემოყვანასთან დაკავშირებით. არსებობს 2016 წლამდე შემოწმების აქტი, 2015-2016 წლების აქტი, რომელშიც ძალიან ბევრი დარღვევაა გამოვლენილი," - განაცხადა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, გიორგი გიუაშვილმა

დღის ამბები