18 მაისი 2024,   17:39
ვრცლად
3491 გარდაცვლილი და 100 ათასზე მეტი დაინფიცირებული - როგორია კორონავირუსის გაზრდილი მონაცემები მსოფლიოში 

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცვხი უკვე 100 ათასს გადასცდა. ვირუსმა 3491 ადამიანი იმსხვერპლა. ბოლო 24 საათის განმავლობაში Covid-19-ით დაინფიცირების პირველი შემთხვევები კიდევ 2 სახელმწიფოში - კოლუმბიასა და პერუში გამოვლინდა.

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები გაიზარდა მეზობელ აზერბაიჯანში. ამ დროისთვის, დაავადებულთა რიცხვმა ქვეყანაში 9 მიაღწია. კორონავირუსი დაუდგინდა სან-ფრანცისკოს სანაპიროსთან მდგომ საკრუიზო გემ Grand Princess-ზე 21 ადამიანს. შტატებში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა უკვე 17-ს მიაღწია, დაავადებას ამ დრომდე 300-ზე მეტი პაციენტი ებრძვის.

"21 დაინფიცირებულიდან 19 ეკიპაჟის წევრია, 2 კი მგზავრი. გემი ერთ-ერთ არაკომერციულ პორტში შევა, სადაც მის ბორტზე მყოფი ყველა პირი შემოწმებას გაივლის. ეკიპაჟის წევრები კარანტინში დარჩებიან მიუხედავად იმისა, დადებით პასუხს აჩვენებენ, თუ უარყოფითს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ თითოეული ამერიკელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დავიცვათ," - აცხადებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი.

ბოლო 24 საათის განმვლობაში, ვირუსით იტალიაში 49 ადამიანი გარდაიცვალა, რაც ჩინეთთან და ირანთან შედარებით მაღალი მაჩვენებელია. ვირუსმა უკვე 197 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებულთა რიცხვი კი 5 ათასამდე გაიზარდა. დახურულია სასწავლო დაწესებულებები. გაუქმებულია სპორტული და კულტურული ღონისძიებები. დაინფიცირების შემთხვევები იზრდება გერმანიასა და საფრანგეთში. ორივე სახელმწიფოში დაავადებას 700-მდე პაციენტი ებრძვის.

"პრევენციული ღონისძიებები, რომელიც მაგალითად სასწავლო დაწესებულების დახურვას ითვალისწინებს, საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად არ შევუწყოთ ხელი დაავადების გავრცელებას. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც ვირუსის შეკავებას ემსახურება, მთვარობა აუცილებლად განახორციელებს,"- აღნიშნავს იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ვოლტერ რიკარდი.

ჩინეთისა და იტალიის გარდა, ფატალურ შემთხვევების კვლავ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ირანში. სადაც ვირუსმა 124 ადამიანი იმსხვერპლა. დაავადებას 5 ათასამდე პაციენტი ებრძვის. დაინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა ჩინეთის შემდეგ, სამხრეთ კორეაშია გამოვლენილი, სადაც დაავადებას 7 ათასამდე ადამიანი ებრძვის.

Covid-19-ის გამო, კარანტინში გვყავს ათასობით ადამიანი. პოზიტიურია გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ჩვენმა სპეციალისტებმა უკვე 118 ადამიანის განკურნება შეძლეს. ყველაზე რთული შემთხვევები კვლავ ქალაქ დაეგუში რჩება," - აცხადებს სამხრეთ კორეის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, კიმ კენგ ლიპი

ვირუსის საფრთხის გამო არაერთმა კომპანიამ თუ საერთაშორისო ორგანიზაციამ პრევენციული ზომები მიიღო. "ეფლმა" 12 ათას თანამშრომელს მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა შესთავაზა. ბრიუსელში კი კორონავირუსის გამო, ევროკავშირის ელჩების შეხვედრა გადაიდო.
 

დღის ამბები