18 მაისი 2024,   22:00
ვრცლად
​თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მძიმე ვითარებაა - მიგრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

​თურქეთ-საბერძნეთის საზღვარზე მძიმე ვითარებაა. მიგრანტების წინააღმდეგ, რომელთაც ევროპის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს. ათასობით მიგრანტი თურქეთის გავლით საბერძნეთის საზღვარს მას შემდეგ მიადგა, რაც ანკარამ მათ შეკავებაზე უარი თქვა.

კრიზისის მოსაგვარებლად რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ზავზე შეთანხმდნენ მას მერე, რაც იდლიბში რამდენიმე კვირის განმავლობაში შეტაკებები მიმდინარეობდა.

დღის ამბები