17 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
მკვლელობა თბილისში - შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი საკუთარ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება გულისხმობს.

 

დღის ამბები