19 მაისი 2024,   15:24
ვრცლად
ველოდებით უმრავლესობის მხრიდან ივანიშვილის გზავნილს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მოთხოვნები არ იცვლება.

დეკანოიძის განმარტებით, ოპოზიცია ისევ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და პოლიტპატიმრები გამოშვებას ითხოვს.

"ჩვენი პოზიცია არ იცვლება, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ბოლო დღეებია უკვე. ეს პოზიცია არის ნამდვილად ისეთი, როგორიც ჩვენ წარმოვადგინეთ ჯერ კიდევ მოლაპარაკებების პირველ ეტაპზე. ეს არის მაქსიმალური პროპორციულობა საარჩევნო სისტემის და თანაფარდობა უფრო მეტი პროპორციულ მხარეს. მეორე - ეს არის სისხლის სამართლებრივი საქმეების შეწყვეტა, პოლიტპატიმრების გამოშვება. ახლა ველოდებით უმრავლესობის მხრიდან ივანიშვილის გზავნილს, წამოვა იგი კონსტრუქციულ ნაბიჯზე საქართველოს მოქალაქეებთან, თუ არ წამოვა," - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

ზუსტად 2 საათში უმრავლესობა და ოპოზიცია დიალოგის მომდევნო რაუნდამდე კიდევ ერთ შეხვედრას გამართავენ. მხარეები დღეს იმ პირობებზე უნდა შეჯერდნენ, რომელზეც მსჯელობა მოლაპარაკების მაგიდასთან გაგრძელდება. ხვალ ორშაბათია, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც უმრავლესობამ თქვა, ცვლილებების მისაღებად საჭირო დრო იწურება, ამიტომ ხვალ პოზიციები საბოლოოდ უნდა შეჯერდეს.

დღის ამბები