17 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ თბილისში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. დაკავებულია უკრაინის მოქალაქე, 26 წლის პირი, ბრალდება - ჯგუფურად ჩადენილი ძალადობაა.
 
გამოძიების ინფორმაციით, მან 2 მარტს წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, თანმხლებ პირთან ერთად, მოქალაქეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტში მონაწილე სხვა პირის დადგენის მიზნით ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

ჯგუფურად ჩადენილ ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

დღის ამბები