18 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
ბორის ჯონსონისა და მისი მეგობარი ქალის კარიბის ზღვაში გატარებულ შვებულებას საპარლამენტო კომისია შეისწავლის

დიდი ბრიტანეთის პრემიერის ბორის ჯონსონის მიერ კარიბის ზღვაში გატარებულ შვებულებას საპარლამენტო კომისია შეისწავლის. კომისიამ ჯონსონის მიერ გატარებული საახალწლო შვებულების დაფინანსების წყაროების შესწავლა ლეიბორისტული პარტიის მიმართვის შემდეგ დაიწყო.

პრემიერის ოპონენეტებს ეჭვი აქვთ, რომ ჯონსონმა და მისმა მეგობარმა ქალმა შვებულებისთვის სახელმწიფო ფინანსები გამოიყენეს.

იმ შემთხვევაში, თუ კომისია დარღვევის ფაქტს აღმოაჩენს, შესაძლოა ჯონსონის წინააღმდეგ სანქციები გატარდეს. თუმცა, რას ითავალისწინებს სანქციები ამ ეტაპზე უცნობია.

დღის ამბები