17 მაისი 2024,   15:01
ვრცლად
თბილისში მოკლული მამაკაცი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს - "კურიერის" ექსკლუზიური მასალა

თბილისში, პაბლო პიკასოს ქუჩაზე, მოკლული მამაკაცის ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ესპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, რაც "კურიერმა" ექსკლუზიურად გადაიღო.

თვითმხილველების თმით, ნუცუბიძის დასახლებაში ცეცხლსასროლი იარაღიდან დილის 9 საათზე გაისროლეს.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალისტიკური სამსახური აწარმოებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დამნაშავე იდენტიფიცირებულია და მის დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დღის ამბები