17 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
ახალი დეტალები თბილისში მომხდარი მკვლელობის შესახებ - პოლიციამ ეჭვმიტანილი დააკავა

თბილისში რამდენიმე საათის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილი დაკავებულია. "კურიერმა" პაბლო პიკასოს ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია. 

დაკავებულს 45 წლის მამაკაცმა მისსავე სახლში მიაკითხა და დანით ჭრილობები მიაყენა. საპასუხოდ ბრალდებულმა მას საკუთარი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა და სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - ის ადგილზევე დაიღუპა.

ამის შემდეგ ბრალდებული, რომელიც თავადაც დაჭრილი იყო, კლინიკაში მივიდა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე მიმდინარეობს.

დღის ამბები