17 მაისი 2024,   12:43
ვრცლად
მკვლელობაში დადანაშაულებულ საბა თათეშვილს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

მკვლელობაში დადანაშაულებული ბიზნესმენი საბა თათეშვილი კლინიკაში ადვოკატმა მოინახულა. დღეს, სავარაუდოდ, საბა თათეშვილს ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. თუმცა, ადვოკატის თქმით, პროკურატურამ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი არ უნდა წაუყენოს, რადგან ის თავს იცავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს, დანით შეიარაღებული პირი, თანხის გამოძალვის მიზნით საკუთარ სახლში თავს დაესხა და 5-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა.

საპასუხოდ თათეშვილმა თავდამსხმელს ესროლა - რა დროსაც ის ადგილზევე დაიღუპა. მოკლული 45 წლის ვალერი შარტანოვია, რომელსაც თათეშვილების ოჯახი წლებია იცნობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-მოხმარების, ასევე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

იმ შემთხვევაში, თუ საბა თათეშვილის ქმედებას ბრალდების მხარე თავდაცვად არ შეაფასებს, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები