18 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
კორონავირუსი და მსოფლიო - იტალიაში ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი მატულობს

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევათა რიცხვი მატულობს. ბოლო 24 საათში 133 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 1,500-მდე შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში სულ დაინფიცირებულია 7 ათასზე მეტი და გარდაცვლილია 366 მოქალაქე. 

ლომბარდიის რეგიონში კარანტინში რჩება 16 მილიონი ადამიანი. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, იზოლაცია სამ აპრილამდე გაგრძელდება.

COVID 19-ის პირველი შემთხვევა გამოვლინდა ბანგლადეშში. დაღუპულთა რაოდენობა 22-ით გაიზარდა ჩინეთში. 7 ათასზე მეტი ინფიცირებული და 53 გარდაცვლილია სამხრეთ კორეაში. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს 194 ადამიანი ემსხვერპლა ირანში.

გარდაცვალების ახალი შემთხვევები დაფიქსირდა საფრანგეთში, ესპანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. პრევენციის მიზნით, 9 ქვეყანასთან მიმოსვლა აკრძალა საუდის არაბეთმა.

მსოფლიოს მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული 62 ათასი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

დღის ამბები