03 მაისი 2024,   09:23
ვრცლად
აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებული ვითარება კრიტიკულად მძიმეა - EMC

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში არსებულ ვითარებას კრიტიკულად მძიმეს უწოდებს და მიმდინარე პროცესების მიღმა ხელისუფლების აშკარა ინტერესებს ხედავს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ხელისუფლების ქმედებები მიმართულია დაასუსტოს კრიტიკულ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკური, სამოქალაქო და მედია ჯგუფები.

EMC მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში მენეჯმენტის მხრიდან უხეში ჩარევაზე ამახვილებს ყურადღებას. სწორედ ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი იცავს ტელევიზიის წამყვანი თანამდებობიდან გათავისუფლებული პირების ინტერესებს სასამართლოს წინაშე.

EMC დღეს საზოგადოებას მიმდინარე პროცესების შესახებ ბოლო ინფორმაციას მიაწვდის.

დღის ამბები