18 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ დიპლომატებიც. დღეს მაუწყებლის თანამშრომლები ამერიკის შეერთებული შტაბების საელჩოს წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ.

გარდა ამისა, დაანონსებულია ინფორმაციის მიწოდება საპარლამენტო ჯგუფისთვისაც.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ისინი აპირებენ სამართლებრივ ბრძოლის გაგრძელებას ყველა იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომელიც ახალმა დირექტორმა მიიღო.

"ყველაფრის უკან დგას ხელისუფლება და ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე პირები. გიორგი კოხრეიძე და 3 მრჩეველი ვერაფრით ვერ შეძლებდნენ იმ პროცესების ორგანიზებას ასე, როგორც დღეს ხდება. ახლა ძალიან კრიზისული მდგომარეობაა ჩვენთან და თანამშრომლები არიან მძიმე პირობებში. ერთის მხრივ კოლექტიური დავის პირობებში და მეორეს მხრივ, მენეჯმენტთან ბრძოლაში, რომელიც უგულებელყოფს შრომით უფლებებს, "- განაცხადა აჭარის ტელევიზიის თანამშრომელმა მაია მერკვილაძე.

"თითოეული ეს ადამიანი სარედაქციო პოლიტიკაზე იყო პასუხისმგებელი პირი, საკვანძო ფიგურა და ეს თავიდანვე ცხადად გვაჩვენებდა, რომ ეს უკვე არის ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ მათ არ მოსწონთ ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა," - აღნიშნა აჭარის ტელევიზიის თანამშრომელმა თეონა თეონა ბაკურიძემ.

სამართლებრივი ბრძოლა კი გაგრძელდება და თანამშრომლების ინტერესს "იემსი" დაიცავს. დღეს "იემსის" ოფისში სპეციალური ბრიფინგიც გაიმართა. იურისტებმა განმარტეს, თუ რა ბერკეტები არსებობს მათ ხელში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად.

 

დღის ამბები