22 მაისი 2024,   11:07
ვრცლად
კასპის მერი თანამდებობიდან გადადგა 

კასპის მერი გადადგა. მანუჩარ მერებაშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს, თუმცა სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

გავრცელებული ინფორმაციას, თითქოს ის თანამდებობიდან კასპის მაჟორიტარ დეპუტატთან კონფლიქტის გამო წავიდა, არ ადასტურებს.

"ნაციონალური მოძრაობის" კასპის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კი ფიქრობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუნიციპალიტეტში ხელისუფლებას დამოუკიდებელი მერი არ სჭირდებოდა და მერებაშვილმა წასვლის გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღო.

ნუგზარ ნინიაშვილის განცხადებით. მერის წინააღმდეგობის შემთხვევაში, საკრებულოში იმპიჩმენტის პროცედურა მზადდებოდა.

დღის ამბები