19 მაისი 2024,   13:11
ვრცლად
საქართველო შეძლებს თავი აარიდოს დემოკრატიის უკუსვლას - ჰუბერტ ქნირში საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმებას მიესალმება

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში საარჩევნო რეფორმაზე ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევას მიესალმება - ამის შესახებ დიპლომატმა "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

მისივე თქმით, შედეგით ყველა მხარე მოგებული დარჩა.

"ისინი ყველანი გამარჯვებულები არიან ამით. ეს შესანიშნავი მიღწევაა საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალისთვის. მისასალმებელია ასევე პოლიტიკური პარტიების ნება, რომ შეთანხმების იმპლემენტაცია მოხდეს. ამისთვის კი მზად არიან ერთობლივად იმუშაონ.

შესაბამისად, საქართველო შეძლებს თავი აარიდოს დემოკრატიის უკუსვლას ქვეყანაში. ესაა სწორედ, რასაც საერთაშორისო პარტნიორები უჭერენ მხარს. ისინი მხარს უჭერენ არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიის, არამედ საქართველოს განვითარების დემოკრატიულ გზას," - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

დღის ამბები