18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის გენერალური დირექტორი თანამშრომლების ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს გიორგი კოხრეიძე. აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელის განცხადებით, თეონა ბაკურაძის გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით ტელევიზიაში შიდა მოკვლევა უკვე დაწყებულია.

"რაც თეონა ბაკურაძემ გააჟღერა, ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეგ იყო. მან თქვა, რომ თითქოსდა ჩვენ მასზე ზეწოლა მოვახდინეთ, რაც აბსურდული ბრალდებაა. მოკვლევა დაიწყება, გაირკევევა სიმართლე. სამეურვეო საბჭოზე ცალმხრივად იყო ინფორმაცია წარმოდგენილი, ეს კი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ მოკვლევა დაგვეწყო,"- განაცხადა გიორგი კოხრეიძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ეთერიდან მოხსნეს. 

დირექტორის ბრძანებაში ეთერიდან მიხსნის მიზეზად საინფორმაციო სამსახურის ახლდდანიშნულ ხელმძღვანელზე, გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა სახელდება და ნათქვამია, რომ ბაკურიძემ აბაზაძეს არ მისცა საქმიანობის განხორციელების უფლება.

კოხრეიძის ბრძანებიდან ვკითხულობთ, რომ მთავარი გამოშვების წამყვანი,საინფორმაციო სამსახურის უფროსს აიძულებდა, თანამდებობა დაეტოვებინა.

დღის ამბები