19 მაისი 2024,   14:01
ვრცლად
მაჟორიტარების ინტერესებიც გათვალისწინებულია, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ამ მოდელს მხარს დაუჭერენ - ირაკლი კობახიძე

"ყველას ინტერესები არის ამ მოდელში წარმოდგენილი და ზუსტად ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ მოდელის გარშემო საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგროვდება,"- ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ირაკლი კობახიძემ იმ შეთანხმებასთან დაკავშირებით გააკეთა, რაც რაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან შედგა. ირაკლი კობახიძის თქმით, მოდელში მაჟორიტარების ინტერესებიც გათვალისწინებულია და, შესაბამისად, ამ მოდელს ისინიც მხარს დაუჭერენ.

"სწორედ ის იყო ამ მოდელის მთავარი მიღწევა, რომ, ამ შემთხვევაში, სხვადასხვა მხარის ინტერესები თანაბრად არის დაცული. ეს არის, ჩვენი, უმრავლესობის წევრების, მათ შორის მაჟორიტარი დეპუტატების ინტერესები და ასევე ეს არის მცირე თუ საშუალო ოპოზიციური პარტიების ინტერესები. ყველას ინტერესები არის ამ მოდელში წარმოდგენილი და ზუსტად ეს იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ მოდელის გარშემო საკონსტიტუციო უმრავლესობა მოგროვდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ახალ მოდელს,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 მარტს აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის ოფისში ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შედეგად მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა. პოლიტიკოსების თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 120/30 პროპორციით, რაც ნიშნავს, რომ პროპორციული სისტემით აირჩევა 120 დეპუტატი, 30 კი – მაჟორიტარული. ასევე, შეთანხმება ითვალისწინებს საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

დღის ამბები