18 მაისი 2024,   15:16
ვრცლად
ჩინეთში კორონავირუსის შემთხვევები იკლებს

ევროპისგან განსხვავებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები იკლებს ჩინეთში. ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 17 და დაინფიცირების 19 შემთხვევა გამოვლინდა. ჩინელი პაციენტების 70%-ზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

"კოვიდ 19"-ით გარდაცვალების პირველი ფაქტები დადასტურდა გერმანიაში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში. ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა პანამაში, მონღოლეთში, კვიპროსსა და ბურკინა-ფასოში. გარდაცვალების 30-30 ფაქტი გამოვლინდა ესპანეთსა და საფრანგეთში. "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულთა შორისაა საფრანგეთის კულტურის მინისტრიც. 237 ადამიანია გარდაცვლილი ირანში.

ინფექციის პრევენციის მიზნით, ისრაელში ჩასულ ყველა პირს ორკვირიან კარანტინში ყოფნა მოუწევს. 14 დღით საჯარო ღონისძიებების ჩატარება აიკრძალა სლოვაკეთსა და კოსტა-რიკაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში კი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 72-ს მიაღწია. ინფიცირებულია 708 ადამიანი. მათ შორის NASA-ს თანამშრომელი. დონალდ ტრამპი ამერიკელებს ვირუსთან ეფექტურად ბრძოლას ჰპირდება. მისივე ინიციატივით, კონგრესთან ერთად კორონავირუსის ეფექტის შესამცირებლად მოქალაქეებისთვის გადასახადების შემცირების საკითხი განიხილება.

დღის ამბები