26 დეკემბერი 2024,   22:38
ვრცლად
ხანძარი სამეგრელოში - დამწვარია ჩაის პლანტაციები, თხილნარი და ხე-მცენარეები

ხანძრის ქრობის სამუშაოები თითქმის 24 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს
წალენჯიხაში.

ხანძარი მუნიციპალიტეტში 8 სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩნდა. ხანძრის კერების უმეტესი ნაწილის ლოკალიზება მოხერხდა, თუმცა ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

დამწვარია ჩაის პლანტაციები, თხილნარი და ხე-მცენარეები.

მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადები აბასთუმნის, ნარაზენისა და ხეცერის საზღვრებზე გაჩენილი ხანძრების ჩასაქრობად, სადაც, წალენჯიხის მსგავსად, იყო საშიშროება, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და ეზოებს მოსდებოდა.

დღის ამბები